პროექტები

1.პროექტის  სახელწოდება:სოფლის რესურსები და მდინარე.
2.პროექტის აქტუალობა:თითოეული მოსწავლე გაეცნოს თავის სოფელში მდინარის მნიშვნელობას სოფლისთვის,მის ირგვლივ გაშენებულ მცენარეებს, სოფელში არსებულ
ცხოველებს.
3.პროექტის მიზნები:იცნობდნენ თავისი  სოფლის ბუნებრივ რესურსებს და დაიცვან
და მოუარონ მას დაბინძურებისგან.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-3 კლასი
5.ვადების ხანგრძლივობა-5თვე 
6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან რა არის მდინარე,რა სარგებლობა
მოაქვს მას სოფლისათვის,და არა მარტო სოფლისათვის-ზოგადადაც.
მიიღებენ მონაწილეობას მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გასუფთავებაში.გადაიღებენ სურათებს გასუფთავებამდე და გასუფთავების შემდეგ.გამოუშვებენ კედლის გაზეთს და ა.შ.
7.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები :წიგნი,საჭირო ინფორმაციის მოძიება სოფლის მცხოვრებლებში მდინარის სათავისა და შესართავის შესახებ.მდინარის ირგვლივ ან სოფელში
არსებულ მცენარეთა და ცხოველთა შესახებ.ლაშქრობა მდინარის  ხეობაში.სურათების გადაღება
8.პროექტის მსვლელობა:
·         პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.
·         ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება
·         აქტივობების გადანაწილება
·         პროექტის პრეზენტაცია
·         პროექტის შემაჯამებელი შეფასება
9.საგნებთან კავშირი:ბუნება,ხელოვნება.
ეს პროექტი მოსწავლეებს გაუღვივებს სწავლის მოტივაციას.
ცოდნის მიღების გარდა უნარ -ჩვევებსაც გამოიმუშავებენ.
Add caption
პროექტის ხელმძღვანელი:დალი ტურაშვილი.daliturashvili1@gmail.co

No comments:

Post a Comment